ამ სტატიაში, განხილულია ონლაინ სესხის მიღების ზოგადი პროცედურა, გაეცნობით სხვადასხვა ტიპის სესხებს, მათ შორის სწრაფ, გრძელვადიან, ავტო და იპოთეკურ სესხებს; ამასთან, გაიგებთ შესაძლებელია თუ არა ონლაინ სესხის მიღება შაბათ-კვირას და მიიღებთ რჩევებს, რომლებიც რეკომენდირებულია გაითვალისწინოთ სესხის აღებამდე.
ონლაინ სესხები (online sesxebi), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის სხვადასხვა ტიპის, რომელთა წესები, გაცემის პირობები და მიზნობრიობა ერთმანეთისგან მეტად თუ ნაკლებად განსხვავებულია, ამიტომ, ზოგადი რჩევაა ნებისმიერი ტიპის სესხის აღებამდე მომხმარებელი გაერკვიოს თითოეული ბანკისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზასიის პირობებში და მიიღონ დეტალური ინფორმაცია სესხის გადახდისა და ვადების შესახებ.
ონლაინ სესხი, ითვლება ყველაზე მარტივ, ხელმისაწვდოომ და მოქნილ მეთოდათ, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისთვისაც თითოეულ წუსთაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და არ სურთ დრო დაწესებულებაში რიგში დგომისას დაკარგონ. ნებისმიერი ბანკისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებ გვერდზე, მოცემულია სპეციალური კალკულატორი, სადაც მოძრავი კურსორით მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი თანხა და სესხის გაცემის ვადაც, მას შემდეგ რაც საჭირო ინფორმაციას მონიშნავს, სისტემა ავტომატურ რეჟიმში გადაიყვანს მომხმარებელს რეგისტრაციის გვერდზე, სადაც ყველა სავალდებულო ველის შევსება აუციელებელია.
ვებ გვერდზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი მომხმარეველი ინსტრუქციას იღებს ელ.ფოსტით ან/და სმს შეტყობინებით. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს ზოგადი პროცესია ონლაინ სესხის გაკეთებისას, შესაძლებელია თქვენ მიერ შერჩეულ ორგანიზაციას სხვაგვარი ონლაინ პლატფორმა ჰქონდეს.
მიმდინარე ონლაინ სესხზე, როგორც წესი ლიმიტის გაზრდა არ ხდება, ხოლო სესხის დაფარვის შემდეგ, კი მომხმარებელი ისევ შეძლებს მოითხოვოს ახალი სესხი უკვე გაზრდილი საკრედიტო ლიმიტით. იმ შემთხვევაში თუ, კლიენტს არ დაუმტკიცდა ონლაინ სესხი, უმეტეს შემთხვევაში ის მიიღებს უარყოფითი პასუხს ელ.ფოსტის ან/და სმს-ის მეშვეობით.
სწრაფი სესხი (swrafi onlain sesxi) არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოთხოვნადი ტიპის სესხი, რომლის მთავარი დადებითი მხარე არის - სისწრაფე. სწრაფი ონლაინ სესხის აღება ონლაინ ხდება და ამ პროცესს სჭირდება სულ რაღაც რამდენიმე წუთი. ხშირად, სწრაფ სესხს ონლაინ სესხსაც (online sesxebi) უწოდებენ, რადგან ამ ტიპის სესხი მყისიერად გაიცემა. სწრაფი ონლაინ სესხის მიღების პროცესი, დაახლოებით 30 წუთი გრძელდება. ამ ტიპის სესხი არის მცირე მოცულობის, მოკლე ვადის და ამასთან, არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების უზრუნველყოფას.
სწრაფი სესხი ძირითადად განკუთვნილია მათთვის, ვისაც სწრაფად ესაჭიროება თანხა. თუმცა, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ შედარებით მაღალი საპროცენტო ხარჯის გადახდა მოუწევს მოგვიანებით. სწრაფი ონალინ სესხების აღების მიზანი შეუზღუდავია და უმეტესად არავინ კითხულობს თუ რა მიზნით აპირებს კლიენტი მიღებული თანხის გამოყენებას.
გრძელვადიანი ონლაინ სესხის აღების პროცესი თითქმის სწრაფი ონლაინ სესხის მიღების მსგავსია. გრძელვადიანი ონლაინ სესხების (grdzelvadiani onlain sesxebi) მოცულობა დიდია, სესხის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 45 %-მდე შეიძლება იყოს და განგრძილობა დიდი.
გრძელვადიანი ონლაინ სესხების მისაღებად, როგორც წესი, უმეტეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა თუ ბანკში, მომხმარებელს დოკუმენტების უზრუნველყოფა მოეთხოვება. გრძელვადიანი სესხი ძირითადად არის უზრუნველყოფილი, თუმცა შესაძლებელია არაუზრუნველყოფილი გრძელვადიანი ონლაინ სესხის აღებაც, მაგალითად, სესხი საშუალოდ 2 000 ლარამდე. უზრუნველყოფილი ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთი, კი უფრო დაბალია.
ონლაინ ავტო სესხი არის ერთ-ერთი პოპულარული სესხის ტიპი, რომელიც ავტომობილის უზრუნველყოფით გაიცემა. ავტო სესხი ყველაზე დიდი მოცულობით გამოირჩევა, ხანგრძლივობა შესაძლოა 3 -დან 84 თვემდე გაგრძელდეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი კი თითქმის გრძელვადიანი ონლაინ სესხის მსგავსი აქვს. თუმცა, პირობები თითოეულ დაწესებულებაში ინდივიდუალურია.
ამ ტიპის სესხის აღებისას მომხმარებელს მოეთხოვება, უზრუნველყოფაში ჩაიდოს სწორედ ის აქტივი, რომლის შესაძენადაც მან აიღო სესხი (მაგალითად, ეს აქტივი, ძირითად შემთხვევაში არის ავტომობილი), ან შესაძლებელია მოხდეს უკვე არსებული აქტივით უზრუნველყოფაც.
ზოგადად იპოთეკური სესხი არის სესხის ის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. შესაბამისად, კლიენტი, რომელიც სესხს იღენს, ვალდებულია გადაიხადოს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გარკვეული ნაწილი.
ონლაინ სესხის თანხის მიღების პროცესი დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა კლიენტისა და კლიენტის მიერ შერჩეულ კრედიტორ კომპანიას გახსნილი ანგარიშები ერთსა და იმავე ბანკში.
აქედან გამომდინარე, სესხის აღებისას საჭიროა გაითვალისწინოთ ეს ფაქტორი და ამასთან, დააკვირდით კვირის რომელ დღეს შეავსებთ ონლაინ სესხის განაცხადს, რათა თანხა სწრაფადვე მიიღოთ.
ხშირად ისმის კითხვა ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ, როცა საქმე სესხის მიღებას ეხება. სესხი, ძირითადად გაიცემა 21 წლის ასაკიდან, მაგრამ თუ პირს სასწრაფოდ სჭირდება სესხი და ვერ აკმაყოფილებს ასაკობრივ ბარიერს, ამისათვის არსებობს რამდენიმე გამოსავალი. მაგალითად, პირი, რომელიც 20 წლის არის, შეუძლია მიმართოს სპეციალურად კრედიტორებს, რომლებიც შესთავაზებენ სესხებს 20 წლის ასაკიდან.
გასაკვირი არ არის, რომ ხშირად ადამიანს, მოულოდნელად სჭირდება რაღაც ოდენობის თანხა, სესხი კი საკმაოდ მარტივი და სწრაფი გამოსავალია ამგვარ ვითარებაში. თუმცა, რეკომენდირებულია, რომ კლიენტი, რომელიც იღებს ნებისმიერი ტიპის სესხს, დაუკვირდეს სესხის დაფარვის ვადას, პროცენტს და ბანკისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესებსა და პირობებს, რათა თავიდანვე ინფორმირებული იყოს სხვადასხვა შემთვევების შესახებ.