ავტო ლიზინგი (avto lizingi)

რა არის ავტო ლიზინგი

ავტო ლიზინგი ეს არის სერვისი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეგიძლია, მიიღოს სასურველი თანხა სასურველი მანქანის შესაძენად, რა თქმა უნდა, ავტომობილის ღირებულების საშუალოდ 90% -მდე ოდენობით. ავტო ლიზინფი (avto lizingi) გახლავთ საუკეთესო საშუალება, რომლის საშიალებითაც ადამიანს შეუძლია მართოს ახალი მანქანა სესხის აღების დღესვე.

ავტო ლიზინგის მიღებისთვის, კლიენტს უბრალოდ გარკვეული ფორმალური პროცედურის გავლა მოეთხოვება, რაც ძირითად შემთხვევაში გულისხმობს განაცხადის ფორმის შევსებას - ავტომობილის ღირებულების საშუალოდ 20% -ზე ნაკლებს, რომლის საფასურსაც კლიენტი თანდათან გადაიხდის, რასაც მოჰყვება ყოველთვიური გადასახადი საიჯარო ვადის განმავლობაში.

მანქანის ლიზინგისას კლიენტი ირჩევს მანქანის მოდელს, გარბენს, კონტრაქტის ხანგრძლივობას და თავდაპირველ გადასახდელ თანხას. ავტო ლიზინგისას პირველ რიგში, თქვენ უნდა შეარჩიოთ სასურველი ბრენდის მანქანა უახლესი ტექნოლოგიით, უსაფრთხოების მახასიათებლებით და გამართული ძრავებით. ამით, თქვენ თავიდან აიცილებთ ძველ მანქანებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მომსახურების ხარჯებს. თქვენ ასევე იქნებით მშვიდად, როდესაც გეცოდინებათ ყოველთვიური ფიქსირებული გადასახდელი თანის ოდენობაც.

Mogo.ge ავტო ლიზინგი

Mogo.ge არის ერთ-ერთი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს და სთავაზობს სასურველი ახალი მანქანის ტარებას, მოგოში ავტო ლიზინგის აღების დღესვე. ამ მხრივ, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია მოგო იტოვებს უფლებას, რომ დააფინანსოს მხოლოდ იმ კატეგორიის ავტომობილები, რომელთა ღირებულება არ აღემატება საშუალოდ 2 000 ლარს, მანქანის გარბენის, მარკის, მოდელისა და წლოვანების შეზღუდვის გარეშე.

როგორ ხდება ავტო ლიზინგი (avto lizingi) მოგოში? მოგოში ავტო ლიზინგი საკმაოდ მარტივად შეიძლება აიღოს კლიენტმა, რომელიც კლიენტზეა მორგებული. მაგალითად, მოგოში დაფინანსება შესაძლებელია დაახლოებით 1 000 ლარიდან მაქსიმუმ 27 000 ლარამდე. რაც შეეხება ავტო ლიზინგის ვადის ხანგრძლივობას, იგი ვრცელდება საშუალოდ 3 -დან 84 თვემდე.

ხშირად ისმის კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ ივსება მოგოს განაცხადი ავტო ლიზინგის მიღების სურვილის შემთხვევაში, პასუხი კი ამ კითხვაზე მარტივია, ვინაიდან მოგოს განაცხადის შევსება ავტო ლიზინგის თაობაზე ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი, თუ როგორ იხილეთ ქვემოთ:

გარდა ამისა, მოგოს კლიენტებს შეუძლიათ ავტო ლიზინგით სწრაფად და მარტივად ფორმალური პროცედურების გარეშე, მიიღონ ლიზინგი და დაიწყონ ახალი მანქანის მართვა ზუსტად დღეს. ვის შეუძლია მოგოს ავტო ლიზინგით სარგებლობა? მოგოს ავტო ლიზინგის შესახებ განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც მოგოს მიერ განსაზღვრულ ასაკობრივ შეზღუდვას აკმაყოფილებს. კლიენტი აუცილებლად უნდა იყოს 21 წლის ზემოთ, იმისათვის, რომ მიიღოს ლიზინგი.

მოგოში მოქმედებს განსხვავებული წესი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ ავტო ლიზინგის მოთხოვნის შემთხვევაში, კერძოდ, თუ ავტო ლიზინგი მოითხოვა ფიზიკურმა პირმა თავდების საჭიროება კლიენტისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება, შესავამისი განაცხადის ფორმის შევსების მიხედვით. ხოლო, თუ განაცხადს აკეთებს ურიდიული პირი, მაშინ თავდები აუცილებელი ხდება.

როგორ ხდება ავტო ლიზინგის მოთხოვნა მოგოში

თუ მოგოს კლიენტის შემოსავალი ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაკისრებულ საკრედიტო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაშინ კლიენტს შეუძლია ისარგებლოს მოგოს ავტო ლიზინგით. მოგოს ავტო ლიზინგის ხელშეკრულების გასაფორმებლად კი შემდეგი ნაბიჯების გავლა მოუწევს კლიენტს, კერძოდ:

Swisscapital.ge ავტო ლიზინგი

სვის კაპიტალი (swisscapital.ge) კლიენტებს სთავაზობს მარტივ და მოქნილ მომსახურებას ავტო ლიზინგის მიღებისათვის. კლიენტს სვის კაპიტალში შეუძლია მიიღოს სასურველი მანქანა მიკრო საფინანსო ორგანიზაციის კრედიტ ოფიცერების დახმარებით, კლიენტის ყოველთვიური თუ წლიური შემოსავლების დადასტურებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარგენის გარეშე.

Swisscapital - ში ავტო ლიზინგი (avto lizingi) უმოკლეს ვადაში უმტკიცდება კლიენტს, მას შემდეგ რაც კლიენტი შეარჩევს ავტომობილს, შეავსებს განაცხადის ფორმას, რის შედეგადაც, იგი მიიღებს კომპანიის მიერ დადასტურებულ დასკვნას შერჩეული მანქანის ღირებულების დაახლოებით 90% -მდე იმავე დღეს. სვის კაპიტალში ავტო ლიზინგით კლიენტს შეუძლია ისარგებლოს 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი, თანხის გადახდის ფიქსირებული, წინასწარ დადგენილი გრაფიკით, რომლითაც ყოველთვიური შენატანი თანხა იფარება, როგორც ძირითადი, ისე ლიზინგის დარიცხული სარგებელი.

იმისათვის, რომ კლიენტმა ისარგებლოს სვის კაპიტალის ავტო ლიზინგით, საჭიროა შეავსოს ონლაინ (სახლიდან გაუსვლელად) განაცხადი ლიზინგის მოთხოვნით, ან ეწვიოს სვის კაპიტალის ნებისმიერ ფილიალს. ასევე, შესაძლებელია კლიენტი დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ავტო ლიზინგის მომსახურების შესახებ.

სვის კაპიტალში ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის, კლიენტს დასჭირდება შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

რაც შეეხება სვის კაპიტალის ავტო ლიზინგის პირობებს, კომპანია დაახლოებით 100 000 ლარამდე აფინანსებს, ყოველთვიური დაფარვის სიხშირეს სთავაზობს კლიენტს ავტო ლიზინგის მაქსიმალური 72 თვიანი ხანგრძლივობით.

რას მოიცავს სვის კაპიტალის ავტო ლიზინგის განაცხადი? კლიენტმა უნდა შეავსოს შემდეგი სახის ინფორმაცია, როგორიცაა:

საინტერესო სიახლეები

იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi)

რა არის იპოთეკური სესხი იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi) - ეს არის იურიდიული ინსტრუმენტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ტიპი, რომელიც გამოიყენება უძრავი ქონების უსაფრთხოების პროცენტის შესაქმნელად, რომელსაც ფლობს გამსესხებელი, როგორც სესხის უზრუნველყოფა, ჩვეულებრივ ფულის სესხის სახით. იპოთეკური სესხი თავისთავად არ წარმოადგენს სესხს, ეს არის გამსესხებლის უზრუნველყოფა სესხისთვის. ეს შეიძლება იყოს მიწის პროცენტის გადაცემა მესაკუთრისაგან იპოთეკური კრედიტორისათვის, იმ პირობით, რომ ეს პროცენტი დაუბრუნდება მესაკუთრეს, როდესაც იპოთეკის პირობებს დააკმაყოფილდებს და პირნათლად შეასრულებს ორივე მხარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იპოთეკა არის სესხის უზრუნველყოფა, რომელსაც კრედიტორი აკეთებს კლიენტისთვოს. იპოთეკური

სამოგზაურო დაზღვევა (samogzauro dazgveva)

ამ სტატიაში მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას სამოგზაურო დაზღვევის შესახებ და გაეცნობით რამდენიმე კომპანიას, რომელიც სამოგზაურო დაზღვევას სთავაზობს მომხმარებელს, სხვადასხვა პირობების ფარგლებში. რა არის სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა (samogzauro dazgveva) არის ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერ მოგზაურს თან უნდა ახლდეს ყოველთვის. სამოგზაურო დაზღვევა საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის პერიოდში აანაზღაურებს ჯანმრთელობის მოულოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებს და ამასთან, დაფარავს რეპატრიაციასაც. სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეს მოგზაური, იქნება ეს ევროპის რომელიმე ქვეყანა, ამერიკა, აზია თუ სხვა, სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმოქმედებს. გარდა