იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi)

რა არის იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi) - ეს არის იურიდიული ინსტრუმენტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ტიპი, რომელიც გამოიყენება უძრავი ქონების უსაფრთხოების პროცენტის შესაქმნელად, რომელსაც ფლობს გამსესხებელი, როგორც სესხის უზრუნველყოფა, ჩვეულებრივ ფულის სესხის სახით. იპოთეკური სესხი თავისთავად არ წარმოადგენს სესხს, ეს არის გამსესხებლის უზრუნველყოფა სესხისთვის.

ეს შეიძლება იყოს მიწის პროცენტის გადაცემა მესაკუთრისაგან იპოთეკური კრედიტორისათვის, იმ პირობით, რომ ეს პროცენტი დაუბრუნდება მესაკუთრეს, როდესაც იპოთეკის პირობებს დააკმაყოფილდებს და პირნათლად შეასრულებს ორივე მხარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იპოთეკა არის სესხის უზრუნველყოფა, რომელსაც კრედიტორი აკეთებს კლიენტისთვოს.

იპოთეკური სესხი შეიძლება გაცემულ იქნას როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის მიერ და მათ შორის ბანკისა და სხვადასხვა მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მიერ. მარტივად რომ ვთქვათ, იპოთეკური სესხი არის გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის აღების შემთხვევაში, კლიენტს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს ძვირად ღირებული აქტივი, მაგალითად, ააშენოს სახლი/შენობა, გაარემონტოს უძრავი ქონება, როგორიცაა აგარაკი, ბინა და მიწის ნაკვეთი.

რჩევები და რეკომენდაციები იპოთეკური სესხის აღებისას

იპოთეკური სესიხს ხელშეკრულება, როგორც წესი, წერილობითი ფორმით ფორმდება და შემდგომ რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. იპოთეკის რეგისტრაციისას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება რიგითობას. მაგალითად, პირველი რიგის იპოთეკარის, ანუ კლიენტის მოთხოვნა უპირატესია ყველა სხვა დანარჩენი კლიენტის მოთხოვნაზე.

მნიშვნელოვანია კლიენტმა იცოდეს და ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას პიზიკური თუ იურიდიული პირის, ბანკის ან/და მიკრო საფინანსო ორგანიზაციის სერვისების შესახებ, რომელთა მომსახურების მიღებსასაც კლიენტი გადაწვეტს. ამასთან, კლიენტმა უნდა იცოდეს გარკვეული ფაქტორები, რასაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს იპოთეკური სესხის მიღებისას.

იპოთეკური სესხის სარგებლობისას, კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს, ის დამატებითი ხარჯები და პროცენტები, რომელიც, როგორც წესი ნებისმიერი სესხისა თუ კრედიტის აღებას თან ახლავს ხოლმე. მაგალითად, როგორიცაა:

გარდა ამისა, იპოთეკური სესხის დაფარვის გრაფიკი და სესხის საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია კიდევ რამდენიმე ფაქტორზე, მაგალითად სესხის მოცულობაზე, კლიენტის შემოსავალსა და მისი სტაბილურობაზე, და სხვა ნიშნებზეც.

კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მომავალში მისი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ საჭიროა წინასწარ განსაზღვროს ხელზე ასაღები შემოსავალი, შეადგინოს სრული ჩამონათვალი, თუ რაზე ხარჯავს ხელფასს, გამოთვალოს ყოველთვიურად სესხზე გადასახადი თანხის სავარაუდო რაოდენობა და კარგად დაფიქრდეს შეძლებს თუ არა მისი შემოსავლის პირობებში იპოთეკური სესხის აღებისთვის დაკისრებული ვალდებულების განსაზღვრულ ვადებში დაფარვას, რათა თავი აარიდოს მოსალოდნელ გართულებებსა და ჯარიმებს.

ამიტომ, რეკომენდირებულია კომპანიების სერვისებს გაეცნოს და გაითვალისწინოს იპოთეკური სესხის დამატებითი საკომისიოები და საპროცენტო განაკვეთი.

იპოთეკური სესხის გაცემა

იპოთეკური სესხის გაცემა/მიღების წესები და პირობები ინდივიდუალურია და უმთავრესად დამოკიდებულია კლიენტის შემოსავალზე, მისი სესხის საკრედიტო ისტორიაზე და ასევე შესაძენი ქონების ღირებულებაზე. გარდა ამისა, კლიენტი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ იპოთეკური სესხის მიღება შეუძლია, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. ძირითადად იპოთეკური სესიხს საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 8% -იდან იწყება; იპოთეკური სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი დაახლოებით 180 თვეს, ანუ 15 წელს შეადგენს.

თუმცა, იპოთეკური სესხის გაცემის მინიმალური და მაქსიმალური თანხის რაოდენობა, სესხის ვადები, ხანგრძლივობა, თვიური და წლიური გადასახადი თანხა, სესხის საპროცენტო განაკვეთი და ამასთან, სესხის მიღების პირობები, დამოკიდებულია იმ მიკრო საფინანსო ორგაიზაციაზე, კომპანიასა თუ ბანკზე, რომელზეც არჩევანს კლიენტი გააკეთებს.

იპოთეკური სესხის გასაცემად და შესაბამისად საჭირო ხელშეკრულების მოსამზადებლად და გასაფორმებლად მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ ფაქტორს, ჰყავს თუ არა ე.წ. გარდამავალი უფლებით დასატვირთ უძრავ ქონებას სხვა რიგის კლიენტი, ანუ იპოთეკარი. ამისათვის საჭიროა:

გრძელვადიანი იპოთეკური სესხი

გრძელვადიანი იპოთეკური სესხი (grdzelvadiani ipotekuri sesxi) იძლევა მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას. სასურველი თანხის მისაღებად მნიშვნელოვანია გარკვეული დოკუმენტების შეგროვება და შედარებით ხანგძლივი პროცედურის გავლა, რადგან საქმე დიდი ოდენობის თანხას ეხება. კრედიტორები ძირითადად კლიენტის დასაქმების ცნობასა და ხელფასის ოფიციალურ ამონაწერს მოითხოვენ, რომლითაც დადასტურდება კლიენტის უწყვეტი ჩარიცხვები მისივე პირად საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად, კრედიტორმა შეიძლება მოითხოვოს კლიენტის მიერ დამატებითო უზრუნველყოფა, რისი მიზანიც კომპანიის შესაზლო რისკების შემცირებაა. მაგალითად, შესაძლოა კლიენტს იპოთეკური სესხის აღებისას ჰქონდეს მაღალი თვიური შემოსავალი, თუმცა გრძელვადიანი იპოთეკური სესხის აღების პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი შესაძლოა შემცირდეს, რის შედეგადაც კლიენტმა შეიძლება ვეღარ მოახერხოს მიღებული სესხის დაფარვა ვადით გათვალისწინებულ პერიოდში. სწორედ ამიტომ, კრედიტორები ითხოვენ დამატებით უზრუნველყოფას, რათა გაცემული სესხის ამოღება დროულად და ეფექტურად მოახდინონ.

ერთ-ერთი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია (სვის კაპირალი, swiss capital) კლიენტებს სთავაზობს გრძელვადიანი იპოთეკური სესხის აღებას. მაგალითად, თუ კლიენტი ფლობს საკუთარ სახლს, ბინას კომერციულ ან/და საოფისე ფართს, სვის კაპიტალში იგი შეძლებს სულ რაღაც 1 დღეში მიიღოს დაახლოებით 100 000 ლარამდე თანხა, პირადი ან ბიზნეს გეგმების საჭიროებისთვის.

იპოთეკური სესხის ასაღებად კლიენტს დასჭირდება რამდენიმე აუცილებელი დოკუმენტის წარდგენა, როგორიცაა:

აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი იპოთეკური სესხის თანხის რაოდენობა და მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი პირობითია და შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა მიკრო საფინანსო ორგანიზაციის ან ბანკის შემთხვევაში.

კერძო იპოთეკური სესხი

არსებობს კერძო იპოთეკური სესხი, რომელიც გაიცემა პიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ოფიციალური დოკუმეტნებისა და ხელშეკრულების გაფორმებით.

საინტერესო სიახლეები

იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi)

რა არის იპოთეკური სესხი იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi) - ეს არის იურიდიული ინსტრუმენტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ტიპი, რომელიც გამოიყენება უძრავი ქონების უსაფრთხოების პროცენტის შესაქმნელად, რომელსაც ფლობს გამსესხებელი, როგორც სესხის უზრუნველყოფა, ჩვეულებრივ ფულის სესხის სახით. იპოთეკური სესხი თავისთავად არ წარმოადგენს სესხს, ეს არის გამსესხებლის უზრუნველყოფა სესხისთვის. ეს შეიძლება იყოს მიწის პროცენტის გადაცემა მესაკუთრისაგან იპოთეკური კრედიტორისათვის, იმ პირობით, რომ ეს პროცენტი დაუბრუნდება მესაკუთრეს, როდესაც იპოთეკის პირობებს დააკმაყოფილდებს და პირნათლად შეასრულებს ორივე მხარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იპოთეკა არის სესხის უზრუნველყოფა, რომელსაც კრედიტორი აკეთებს კლიენტისთვოს. იპოთეკური