ამ სტატიაში მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას სამოგზაურო დაზღვევის შესახებ და გაეცნობით რამდენიმე კომპანიას, რომელიც სამოგზაურო დაზღვევას სთავაზობს მომხმარებელს, სხვადასხვა პირობების ფარგლებში.
სამოგზაურო დაზღვევა (samogzauro dazgveva) არის ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერ მოგზაურს თან უნდა ახლდეს ყოველთვის. სამოგზაურო დაზღვევა საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის პერიოდში აანაზღაურებს ჯანმრთელობის მოულოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებს და ამასთან, დაფარავს რეპატრიაციასაც. სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეს მოგზაური, იქნება ეს ევროპის რომელიმე ქვეყანა, ამერიკა, აზია თუ სხვა, სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმოქმედებს.
გარდა ამისა, სამოგზაურო დაზღვევა ერთ-ერთი საჭირო დოკუმენტია, მოგზაურის პასპორტისა და თვითმფრინავის ბილეთებთან ერთად ნებისმიერი ქვეყნის საზღვარზე წარსადგენად, განსაკუთრებით კი თუ მოგზაური შენგენის ტერიტორიაზე მიემგზავრება. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნის სავიზო აპლიკაციის შევსებისას სამოგზაურო დაზღვევა (samogzauro dazgveva) სავალდებულო წარადგენი საბუთია.
სამოგზაურო დაზღვევის გაფორმება და მიღება ყველას შეუძლია, ვისი ასაკიც 18 წელზე მეტია. რაც შეეხება არასრულწლოვან პირებს, მათთვის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეუძლია ნებისმიერ მეორე პირს, რომელიც აკმაყოფილებს ასაკოვრივ ზღვარს, რომლის მიხედვითაც პირს 18 წელი უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეს.
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა (samogzauro samedicino dazgveva) არის თითქმის ჩვეულებრივი სამოგზაურო დაზღვევის მსგავსი, განკუთვნილი მათთვის ვინ საზღვარგარეთ მიემგზავრებიან გარკვეული პერიოდით საქმიანი შხვედრების ან დასვენების მიზნით. სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა არის გარანტი იმისა, რომ დაზღვეულ მოგზაურს ნებისმიერი მოულოდნელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა დაუფინანსდეს და ჯანმრთელობისთვის საჭირო პროცედურები დროულად და შეუფერხებლად მიეწოდოს დაზღვევის დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
თიბისი ბანკი ერთგულ კლიენტებსა და მომხმარებლებს სთავაზობს TBC სამოგზაურო დაზღვევას, რომლის ღირებულება ასაკის მიხედვით განისაზღვება. კერძოდ, თუ მოგზაური ეკუთვნის 60 წლამდე ასაკის ადამიანთა ჯგუფს, მისთვის სამოგზაურო დაზღვევის დღიური გადასახდელი თანხა 1 ლარს შეადგენს; ხოლო პირი, რომელიც 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნება, დღეში 2 ლარის გადახდა მოუწევს სამოგზაურო დაზღვევის მისაღებად.
თიბისი ბანკის მიერ შემოთავაზებული სამოგზაურო დაზღვევა დაახლოებით 50 000 აშშ დოლარს ან ევროს ანაზღაურებს თუ ამის საჭიროება დადგება საკერავი მანქანის ხელოსანი უცხო ქვეყანაში. მნიშვნელოვანია მოგზაურმა გაითვალისწინოს იმ ქვეყნის ვალუტის კურსი, სადაც მოგზაურობას გეგმას, ვინაიდან სამოგზურო დაზღვევის გაფორმებისას, მან უნდა მიუთოთოს თუ რომელ ვალუტაში სურს მიიღოს ანაზღაურება ევროსა თუ დოლარში.
გარდა ამისა, მოგზაურს შეუძლია დააზღვიოს არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობა არამედ სამოგზაურო ბარგი. თიბისი ბანკში სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად, მოგზაურს შეუძლია ერთჯერადად გადაიხადო სულ რაღაც 6 ლარის ოდენობის თანხა და შეიძინოს სამოგზაურო ბარგის დაკარგვის დაზღვევა. მაგალითად, აეროპორტის ტერიტორიაზე ბარგის დაკარგვის შემთხვევაში, თიბისი ბანკის ბარგის დაზღვევის დოკუმენტის წარგენისას, პირს აუნაზღაურდება 1 კილოგრამ ბარგზე საშუალოდ 20 ევრო ან აშშ დოლარი, სულ მაქსიმუმ კი დაზღვევა 500 დოლარს ან ევროს აანაზღაურებს.
როგორ უნდა შეიძინოთ TBC სამოგზაურო დაზღვევა?
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა მარტივად შეუძლია მოგზაურს, თიბისი ბანკის ოფიციალური ვებ გვერდიდან. არ არის აუცილებელი წინა ერთი კვირით ადრე აღება, სამოგზურო დაზღვევა შესაძლებელია გამგზავრების დღეს, პირდაპირ აეროპორტიდანაც შეიძინოთ. დაზღვევის შესაზენად საჭიროა პირმა მიუთითოს საჭირო პირადი ინფორმაცია, რის შედეგადაც შეძლებს დაზღვევის ონლაინ გაფორმებას. სამოგზაურო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ, პოლისს მოგზაური SMS -ითა და E-mail -ით მიიღებს მაშინათვე.
უნისონი მომხმარებლებს სთავაზობს მოგზაურობის დაზღვევას სასურველი ქვეყნებისთვის და ამასთან, დაზღვევა უზრუნველყოფს სამედიცინო პრობლემების მოგვარებასაც. Unison სტანდარტული სამოგზაურო დაზღვევა პირის საზღვარგარეთ ყოფნისას ითვალისწინებს მოულოდნელ უბედურ შემთხვევებსა და პირის ავადმყოფობის ხარჯების ანაზღაურებას.
Unison სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს დამატებით დაფარვასაც, კერძოდ კი მოგზაურობის გაუქმების დაზღვევასა და ავია დაზღვევას. ავია დაზღვევა მოიცავს რიგ რისკებს, როგორიცაა სამოგზაურო ბარგის დაზღვევა, მგზავრის გაუთვალისწინებელი რისკების დაზღვევა ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევა. მოგზაურობის გაუქმების დაზღვევა კი პოლისით გათვალისწინებული შემთხვევებისას მოგზაურობის გაუქმების ანაზღაურებას გულისხმობს.
საზღვარგარეთ სადაზღვევო ჯანმრთელობასთან ან მოგზაურობასთან დაკავშირებული შემთხვევის დადგომისას უნისონში დაზღვეულ პირს მოგემსახურება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო კომპანია, როგორიცაა - Europ Assistance. ამ უკანასკნელს დაახლოებით 750,000 -მდე პროვაიდერი ჰყავს მთელს მსოფლიოში და საშუალოდ 200 -მდე ქვეყანას მოიცავს.
უნისონი თავის მომხმარებლებს მარტივ, სწრაფ და მოხერხებულ ონლაინ დაზღვევის სერვისს სთავაზობს. სამოგზაურო დაზღვევის პოლისის მიღება ონლაინ, საკურიერო სერვისით, თბილისის აეროპორტში ან/და უნისონის სერვის ცენტრშია შესაძლებელი. გარდა ამისა, პირს შეუძლია უცხო ქვეყანაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, 24/7-ზე უნისონის ვებ გვერდის ჩათის დახმარებით დაუკავშირდეს კომპანიას, თუ სატელეფონო ბალანსი საკმარისი არ ექნება.
გაითვალისწინეთ: უნისონის სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას პირადი მონაცემების შეცდომით დაფიქსირების ან/და სადაზღვევო პერიოდამდე საბუთის პარამეტრების ცვლილების შემთხვევაში სამოგზაურო დაზღვევის ჩასწორება უმოკლეს ვადაში ხდება.
იმედი L მომხმარებლებს სთავაზობს დაცვას მოგზაურობის პერიოდში, ნებისმიერ ქვეყანაში. Imedi L -ის სამოგზაურო დაზღვევა აანაზღაურებს მოგზაურის შემდეგ ხარჯებს, როგორებიცაა:
თუ საზღვარგარეთ ყოფნისას, იმედი L-ში დაზღვეულ პირს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა შეექმნება, რეკომენდირებულია იგი სასწრაფოდ დაუკავშირდეს კომპანიის პარტნიორ "ქორის ასისტანსს" შემდეგ მითითებულ ნომერზე: +90 212 370 29 60, სადაც დროულად გაუწევენ დაზღვეულ პირს მაღალი ხარისხის მომსახურებას.
მოგზაური, რომელიც საკმაოდ ხშირად დადის საზღვარაგრეთ, შუძლია შეიძინოს ერთ წლიანი ვადის სამოგზაურო პოლისი, ხოლო თუ მისი ვიზიტი მხოლოდ ერთჯერადია, მაშინ პირს შეუძლია მიიღოს პოლისი დღეების განსაზღვრული რაოდენობით.
გარდა ჯანმრთელობის გარანტიისა, Imedi L სამოგზაურო ბარგის დაზღვევის საშუალებასაც იძლევა, რომელიც შესაძლოა ავია კომპანიას დაეკარგოს ან თავად დაკარგოს პირმა აეროპორტის ტერიტორიაზე. სამოგზაურო ბარგის მიღების დაგვიანების შემთხვევაში დაზღვეულ პირს აუნაზღაურდება თანხა, რომელიც პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად იქნება საჭირო.