ამ სტატიის ძირითადი თემა გახლავთ – სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე (sesxi sakredito istoriis gareshe), რომლის ფარგლებშიც გაეცნობით საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის რაობის შესახებ, დავალიანების ან/და შავ სიაში აღმოჩენის შემთხვევაში სესხის გაცემის პირობებს, გაიგებთ შეძლებთ თუ არა მიიღოთ ონლაინ სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე და ამსთან, მიიღებთ მეტ ინფორმაციას გრძელვადიანი სესხებისა და საკრედიტო ისტორიისს შესახებ.
არსებობს მონაცემთა ბაზა, რომელსაც „კრედიტინფო საქართველო”-ს სახელით არის ცნობილი. ეს გახლავთ ბაზა, სადაც ინახება თითოეული კლიენტის კრედიტის ისტორია იმის შესახებ თუ როდის აიღო მან სესხი, როდის გააფორმა, როდის დაფარა, რომელი ვალუტით დაფარა სესხი, დაფარა თუ არა დროულად დავალიანება, და ძირითადად სესხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც განმეორებითი სესხის აღების შემთვევაში დადებითად ან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კლიენტის ისტორიაზე.
ამ ინფორმაციიდან გამომდინარე ბანკი, კომპანია თუ მიკრო საფინანსო ორგანიზაცია განსაზღვრავს კლიენტის გადახდისუნარიანობას და მიიღებს გადაწყვეტილებას შეიცავს თუ არა რისკს ფინანსურ საკითხებში მსგავს ამა თუ იმ მომხმარებელს დაუმტკიცონ სესხი და განუსაზღვრონ ვადები.
მნიშვნელოვანია კლიენტმა იცოდეს, რომ საკრედიტო ისტორია იყოფა ორ ძირითად კატეგორიად, ეს არის დადებითი და უარყოფითი ისტორია. დადებითი ისტორიის შემთხვევაში კლიენტის რეიტინგი, როგორც წესი მაღალია, რაც მას უფრო პრივილეგირებულს ხდის ორგანიზაციის თვალში, ხოლო უარყოფითი ისტორიის არსებობის შემთხვევაში კი პირიქით, ერთგვარ რისკს წარმოადგენს მსგავსი კლიენტი ორგანიზაციისა თუ ბანკისთვის.
თუ კლიენტი აღებულ სესხს დროულად დაფარავს, მისი საკრედიტო ისტორია დადებითი იქნება და ეს ინფორმაცია შეინახება კრედიტის დაფარვიდან დაახლოებით 7 წლის განმავლობაში, ხოლო თუ კლიენტი ვერ ფარავს დროულად სესხს და აქვს გარკვეული პრობლემები, მისი ისტორია იქნება უარყოფითი და საშუალოდ 5 წელში მისი ისტორია და მონაცემები ბაზიდან წაიშლება.
როგორც წესი, საქართველოში არსებობს ისეთი მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც არ მოითხოვენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას და ისე გასცემენ კრედიტს ან/და სესხს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი კომპანიებიც ან ბანკები, სადაც მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, ბანკები შავ სიაში მყოფ კლიენტებზე არ გასცემენ სესხს, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები მზად არიან ასეთ კლიენტებს დაეხმარნონ და გასცენ სესხი.
მაგალითად, თუ კლიენტს აქვს მიმდინარე დავალიანება და სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი თანხა, ზოგიერთი კომპანია საშუალებას მისცემს ასეთ ვითარებაში კლიენტმა მიიღოს სესხი, ოღონდ დაამტკიცებენ მხოლოდ იმ თანხას, რამდენის გადახდასაც კლიენტი შეძლებს, ეს კი არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსწორების გზა კლიენტის ისტორიისა.
ასეთ სიტუაციაში კრედიტის ასაღებად მნიშვნელოვანია კლიენტი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
დღესდღეობით საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიმართავს ბანკებსა და სხვადასხვა მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტებით სარგებლობის მოთხოვნით. შესაბამისად, ხშირად ხდება ისეც, რომ კლიენტების უმეტესობას ექმნება გარკვეული სახის პრობლემები გამოტანილი სესხის დროულად ვერ გადახდის შემთხვევაში. თუ კლიენტს ოდესმე აუღია სესხი ბანკში ან ნებისმიერ საფინანსო კომპანიასა თუ ორგანიზაციაში, მისი მონაცემები აუცილებლად ფიქსირდება, როგორც ზევით აღვნიშნეთ სპეციალურ „კრედიტინფო საქართველოს“ ბაზაში.
საკრედიტო ისტორია აქვს ყველა კლიენტს, ვისაც კი ოდესმე უსარგებლია კრედიტით. მონაცემთა ბაზის ამონაწერში დეტალურად არის გაწერილი კლიენტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის ისეთიც, როგორიცაა კომპანიის ან ბანკის დასახელება, საიდანაც კლიენტს სესხი ჰქონდა აღებული, ასევე იწერება თუ რა პროდუქტით სარგებლობდა კლიენტი, რომელ ვალუტაში აიღო კრედიტი და ა.შ. სწორედ ამის მიხედვით, „კრედიტინფოს“ ბაზაში მოიპოვება დადებითი და უარყოფითი საკრედიტო ისტორიები.
ზოგიერთი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, ან კომპანია ხშირად არ ითხოვს დამატებით ინფორმაციას კლიენტის შესახებ და შესაძლებელს ხდის კლიენტმა მიიღოს სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე. ამგვარი შესაძლებლობა ძირითადად ონლაინ სწრაფ და ექსპრეს სესხების მოთხოვნის შემთვავაშია შესაძლებელი, სადაც ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციისა და უზრუნველყოფის გარეშე შესაძლებელია სესხი მარტივად რამდენიმე წუთში მიიროს კლიენტმა სასურველ ანგარიშზე, სასურველი ვალუტის კურსში.
როგორც უკვე აღვნიშნეტ, საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არაერთი კომპანია ოპერირებს, რომელიც საშუალებას იძლევა საჭირო თანხა გასცეს კლიენტზე, მისი საკრედიტო ისტორიის შემოწმების გარეშე. სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე (sesxi sakredito istoriis gareshe) საკმაოდ ხელსაყრელი პირობაა, ვინაიდან ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სწრაფი სესხის გამცემ მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში. ამგვარი კომპანიების საშუალებით კი შესაძლებელია მოკლევადიანი სესხის აღება საკმაოდ სწრაფად, თანაც სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმის მეშვეობით ხდება. ამ ტიპის ონლაინ სესხები ბევრი უპირატესობით გამოირჩევია და თანდათან პოპულარულიც გახდა.
რაში მდგომარეობს ონლაინ სესხის უპირატესობა?
არაერთმა საკრედიტო კომპანიამ ახალი სერვისი, ე.წ. გრძელვადიანი ონლაინ სესხი წარმოუდგინა ერთგულ კლიენტებს. ამ სიახლის უპირატესობა გაზრდილ სისწრაფესა და ლიმიტში მდგომარეობს. მაგალითად, თუკი მოკლევადიანი სესხის სახით მცირე ოდენობის თანხის აღება შეიძლება, გრძელვადიან სესხზე, ლიმიტი გაცილებით მაღალია და ამასათან, მისი დაფარვის ვადა უფრო ხანგძლივია.
აღსანიშნავია, რომ გრძელვადიანი სესხი საკრდიტო ისტორიის გარეშე არ გაიცემა, ვინაიდან ფინანსური ორგანიზაცია საკმაოდ დიდი მოცულობის თანხას გასცემს, რისკებს აზღვევს და კლიენტის წარსულ გადახდებს ეცნობა. ონლაინ სესხების ერთ-ერთი უპირატესობა კი არის ის, რომ კლიენტი თუ დროულად ვერ დაფარავს სესხს, შეუძლია ისარგებლოს გადავადების სერვისით, რის მიხედვითაც შეუძლია თანხა მოგვიანებით გადაიხადოს სასურველ დროს.