სესხის აღება (sesxis ageba)

ამ სტატიაში განხილულია სხვადასხვა ტიპის სესხი და სესხის აღების მეთოდები. მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას თითოეული სესხის ტიპის მიღების ზოგადი პირობების შესახებ, კერძოდ კი სწრაფი სესხის, ონლაინ სესხის, გრძელვადიანი სესხისა და იპოთეკური სესხის აღების შესახებ.

სწრაფი სესხის აღება (swrafi sesxis ageba)

სწრაფი სესხის აღება არის საუკეთესო გამოსავალი, ისეთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როდესაც ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება გარკვეული ოდენობის თანხა. დღესდღეობით სწრაფ სესხის აღება გახდა საკმაოდ მოთხოვნადი და შეიძლება ითქვას პოპულარულიც კი. საქართველოში არსებობს უამრავი ბანკი, კომპანია და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც კლიენტებს სასურველი რაოდენობის კრედიტის სესხებას სთავაზობენ მეტ-ნაკლებად განსხვავებული ვადებითა და სესხის გაცემის პირობებით.

საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა მიმართოს სანდო კომპანიას, ბანკს ან/და მიკრო საფინანსო ორგანიზაციას, რომელსაც სესხის გაცემის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ასევე საჭიროა, ორივე მხარემ, ანუ კლიენტმა და ბანკის/კომპანიის ან ორგანიზაციის კრედიტ ოფიცერმა სწრაფი სესხის ხელშეკრულება პირნათლად შეასრულონ, ყველა წესისა და ვალდებულების გათვალისწინებით.

რა უპირატესობა აქვს სწრაფი სესხის აღებას

აღსანიშნავია, რომ სწრაფი სესხის აღება საკმაოდ მოსახერხებელი, მარტივი და კლიენტეზე მორგებული სესხის ტიპია. როგორც წესი, სწრაფი სესხის აღება (swrafi sesxis ageba) დაახლოებით 30 დღით არის შესაძლებელი, ხოლო მისი სრულად დაფარვა ერთიანი გადახდის წესით ხდება. მაგრამ, კლიენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ ეს ვადა და გადახდის წესი არის მხოლოდ პირობითად მოყვანილი, ვინაიდან სესხის აღება, სესხის დაფარვა, გადახდა, თანხის შეტანის წესი, უზრუნველყოფის საჭიროება და სხვა ამდაგავრი საკითხები, უნდა გაარკვიოს კონკრეტულ ბანკში, კომპანიასა თუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში, რომლის სერვისითაც კლიენტი გადაწყვეტს სარგებლობას.

ამიტომ, რეკომენდირებულია, კლიენტმა მიმართოს კონკრეტულ დაწესებულებას, წინასწარ გაერკვიოს და დეტალურად გაეცნოს სესხის აღების პირობებს და მხოლოდ შემდგომ გააკეთეს მნიშვნელოვანი არცევანი თუ რომლის მომსახურებით გადაწყვეტს სესხის აღებას.

ონლაინ სესხის აღება (onlain sesxis ageba)

ონლაინ სესხის აღება (onlain sesxis ageba) სწრაფი სესხის მსგავსია, მისი მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, თანაც სახლიდან გაუსვლელად. მაინც, რა არის ონლაინ სესხის აღების უპირატესობა? ვისთვის არის ონლაინ სესხის აღება რეკომენდირებული? რა პროცესებია გასავლელი ონლაინ სესხის აღებისათვის?

დავიწყოთ იქიდან, რომ ონლაინ სესხი არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, ხელსაყრელი, მოქნილი და მარტივი სესხის აღების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც კლიენტს შეუძლია სასურველი ოდენობის სესხი მიიღოს უმოკლეს ვადაში, თანაც იმავე დღეს. ონლაინ სესხის აღების უპირატესობა, მდგომარეობს იმაში, რომ ონალინ რეჟიმში სესხის უსწრაფესად აღებაა შესაძლებელი. ამისათვის, კლიენტს მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა ესაჭირეობა და მარტივი განაცხადის ფორმის შევსება სესხის აღების მოთხოვნით.

აღნიშნული განაცხადის განხილვას, სულ რამდენიმე წუთი ესაჭირეობა და კლიენტი მალევე მიიღებს დადებით ან უარყოფით პასუხს სესხის ასაღებად. კიდევ ერთი უპირატესობა, რაც ონლაინ სესხის აღებას აქვს, არის ის, რომ კლიენტს არ მოეთხოვება დამატებითი დოკუმენტაცის წარგენა და რაიმეთი სესხის უზრუნველყოფა, იმისათვის, რომ თანხა მიიღოს. შესაბამისად, სესხის აღების პროცესიც გამარტივებულია და კლიენტი ენერგიასა და დროსაც დაზოგავს, ფილიალში მისვლაც აღარ დასჭრიდება.

როგორ ხდება ონლაინ სესხის აღება

ონლაინ სესხის აღება (sesxis ageba) უმეტეს ბანკში, კომპანიასა თუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში მარტივად, უზრუნველყოფის გარეშე ხდება. ონლაინ სესხის აღებისას კლიენტს მხოლოდ და მხოლოდ სესხის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმის შევსება სჭრიდება, რის შედეგადაც მისი პირადი მონაცემები გაიგზავნება კონკრეტულ კომპანიაში ან ბანკში, რომლითაც კლიენტი სარგებლობს. მაქსიმუმ შესაძლოა 30 წუთი დასჭირდეს ონლაინ სესხის განაცხადის განხილვასა და დამტკიცებას.

იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი მიიღებს დადებითი გადაწყვეტილების წერილს ონლაინ სესხის დამტკიცებისას, მსესხებელს რამდენიმე წუთში ერიცხება სასურველი ოდენობის თანხა პირად მიმდინარე საბანკო ანგარიშზე. თუმცა, არსეობს მოთხოვნა და ვალდებულებები, რომელსაც მსესხებელი უნდა აკმაყოფილებდეს, იმისათვის, რომ მიიღოს დადებითი პასუხი ფინანსური ორგანიზაციისგან. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ეხება კლიენტის ასაკობრივი ზღვარის შეზღუდვას. სესხის აღებისთვის ასაკობრივი ზვარი განისაზღვება 21 წლიდან დაახლოებით 65 წლამდე. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ასაკობრივი მოთხოვნაც პირობითია და მეტ-ნაკლებად ფინანსურ ორგანიზაციებსა და ბანკების პირობების მიხედვით.

ონლაინ სესხის აღების შემთხვევაში, კლიენტი უნდა შევიდეს მის მიერ შერჩეული ბანკისა თუ ფინანსური ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე. შემდეგ იპოვოს ონლაინ სესხის მიღების ღილაკი, რომელზეც დაკლიკებითაც საიტი მას ახალ გვერდზე გადაიყვანს, სადაც კლიენტი ვალდებულია შეავსოს ყველა სავალდებული ველი სესხის დამტკიცებისთვის.

რას მოიცავს აღნიშნული ველები? ძირითადად, კლიენტი ავსებს შემდეგი სახის ინფორმაციას, როგორიცაა სესხის სასურველი ოდენობის მითითება და სესხის გაცემის სასურველი ვადა. სისტემა კი მსესხებელს ავტომატურად გამოუანგარიშებს მითითებული სესხის რაოდენობის მიხედვით თანხის დაფარვის ვადას. გარდა ამისა, სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს გასაცემი სესხის პირველადი გადახდის ზუსტ თარიღს, ასევე სესხის ყოველთვიურ გადასახად თანხასა და სესხის საპროცენტო განაკვეთს.

გრძელვადიანი სესხის აღება (grdzelvadiani sesxis ageba)

გრძელვადიანი სესხი (grdzelvadiani sesxi) არის სტანდართული სამომხმარებლო სესხი, რომლის მეშვეობითაც კლიენტს სესხის დაფარვის შედარებით ხანგრძლივი პერიოდი ეძლევა, ასევე უფრო დიდი მოცულობის თანხის აღება შეუძლია, ვიდრე, მაგალითად სწრაფი ონლაინ სესხის აღების შემთხვევაში. გრძელვადიანი სესხი გაიცემა, ნებისმიერი მიზნით, მაგალითად, თუ კლიენტს სურს მოგზაურობა, უძრავი ქონების შესყიდვა, რემონტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა და სხვა.

ძირითადად, ბანკი ან/და ფინანსური ორგანიზაციები არ აწესებენ რაიმე კონკრეულ შეზღუდვას ამ ტიპის სესხის გაცემისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც შეიძლება არსებობდეს, რაც დამოკიდებულია ფინანსურ ორგანიზაციაზე ან ბანკზე, რომლითაც მსესხებელი გადაწყვეტს სარგებლობას.

რეკომენდირებულია, რომ კლიენტმა გაითვალისწინოს, რომ გრძელვადიანი სესხი არ არის მიზნობრივი კრედიტი და რომ იგი არ ემსახურება კონკრეტული დიდი აქტივის შეძენას. გრძელვადიანი სესხის დაფარვის ვადა როგორც წესი - 3 თვიდან იწყება და რამდენიმე წელზეც არის შესაძლებელი რომ გაიწეროს, ეს კი უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია კლიენტის მიერ მოთხოვნილი სესხის რაოდენობაზე.

საინტერესო სიახლეები

იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi)

რა არის იპოთეკური სესხი იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi) - ეს არის იურიდიული ინსტრუმენტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ტიპი, რომელიც გამოიყენება უძრავი ქონების უსაფრთხოების პროცენტის შესაქმნელად, რომელსაც ფლობს გამსესხებელი, როგორც სესხის უზრუნველყოფა, ჩვეულებრივ ფულის სესხის სახით. იპოთეკური სესხი თავისთავად არ წარმოადგენს სესხს, ეს არის გამსესხებლის უზრუნველყოფა სესხისთვის. ეს შეიძლება იყოს მიწის პროცენტის გადაცემა მესაკუთრისაგან იპოთეკური კრედიტორისათვის, იმ პირობით, რომ ეს პროცენტი დაუბრუნდება მესაკუთრეს, როდესაც იპოთეკის პირობებს დააკმაყოფილდებს და პირნათლად შეასრულებს ორივე მხარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იპოთეკა არის სესხის უზრუნველყოფა, რომელსაც კრედიტორი აკეთებს კლიენტისთვოს. იპოთეკური