სტუდენტური სესხი (studenturi sesxi)

რა არის სტუდენტური სესხი

სტუდენტური სესხი (studenturi sesxi) განკუთვნილია ნებისმიერი კურსის/საფეხურის სტუდენტებისთვის, ვისაც გსურთ სწავლა თავად დაიფინანსონ. სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალურად მათზე მორგებული, მარივი და მოქნილი სტუდენტური სესხით და დაფარონ გამოტანილი თანხა ეტაპობრივად. სტუდენტური სესხი სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, ერთდროულად თან ისწავლოს სასურველ უნივერსიტეტში მისთვის სასურველ ფაკულტეტზე, სწავლა დაიფინანსოს და ყოველთვიურად შეიტანოს მიღებული თახნა.

სტუდენტური სესხის აღება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, რომელიც ონლაინ, სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა სტუდენტი გაეცნოს ონლაინ საკრედიტო და მიკრო საფინანსო კომპანიების პირობებს და შეარჩიოს მისთვის მისაღები პირობების მქონე ბანკი ან კომპანია, სადაც სტუდენტური სესხის მოთხოვნის შესაბამის განაცხადის ფორმას შეავსებს და მცირე დროში მიუვა ელექტრონულად დადებითი ან უარყოფითი პასუხი მის მიერ მოთხოვნილ სესხზე. როგორც წესი, სტუდენტური სესხის მიღება იმავე დღესვეა შესაძლებელი.

სტუდენტური სესხი საქართველოში

საქართველოში არსებობს სულ 21 ბანკი, რომელთაგან ნახევარზე ნაკლები სტუდენტურ სესხს გასცემს სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად, თუმცა განსხვავებული წესებითა და პირობებით. იხილეთ ქვემოთ მოცემული რამდენიმე ვარიანტი.

საქართველოს ბანკის სტუდენტური სესხი

საქართველოს ბანკი გასცემს სტუდენტურ სესხს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საშუალოდ 20-27 წლის სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად თანხა. სტუდენტის შემოსავლის მოცულობა მინიმუმ უნდა შეადგენდეს 200 ლარსმ ხოლო სესხის თანხა გაიცემა სტუდენტის სწავლების საფასურის შესაბამისად მაქსიმუმ 60 თვემდე ვადით. სტუდენტური სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 17,83% -დან იწყება უზრუნველყოფის შემთხვევაში, თავდების შემთხვევაში 21,29% -დან, ხოლო ყოველდგვარი უზრუნველყოფის გარეშე 23,72% -დან.

TBC ბანკის სტუდენტური სესხი

თიბისი ბანკის სტუდენტური სესხის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა სტუდენტს, ბაკალავრიატში სწავლების საფასურის დასაფინანსებლად. არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა სტუდენტს სახელმწიფო დაფინანსება, სტუდენტური სესხის მინიმალური თანხა შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაქსიმალური კი დაახლოებით 5 ათას ლარს, სწავლების 1 წლის 100% -ს. TBC სტუდენტური სესხი გაიცემა 3-12 თვემდე ვადით. თიბისიში სტუდენტური სესხის უზრუნველყოფა არ არის აუცილებელი, თუმცა სტუდენტის ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი უნდა იყოს 200 ლარი. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 20% -ს, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 26,74% -ს.

სტუდენტურ სესხზე TBC -ში საშეღავათო პერიოდიც ვრცელდება. საშეღავათო პერიოდით სარგებლობისას სტუდენტი იხდის მხოლოდ სესხის პროცენტს, ხოლო მისი ვადა 4 წელსა და 6 თვეს შეადგენს, ამ მხრივ სტუდენტს ეძლევა საშუალება რომ დაასრულოს სწავლა და 6 თვეში მოძებნოს სამსახური, რომლითაც შეზლებს სესხის ძირის დაფარვას საშეღავათო პერიოდის გასვლიდან სულ რაღაც 5 წლის განმავლობაში.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ საშეღავათო პერიოდით თიბისი სტუდენტურ სესხს მხოლოდ კონკრეტული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის გაცემს, ესენია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

ლიბერთი ბანკის სტუდენტური სესხი

ლიბერთი ბანკი გაცემს სტუდენტურ სესხს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, თუმცა მხოლოდ კონკრეტული საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, ესენია: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავდაცვის ეროვნული აკადემია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ბაკალავრისა და მაგისტრის სტუდენტური სესხის მიღება სხვა სასწავლებლებშიც შესაძლებელია სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, მაგრამ ამ შემთხვევაში, სტუდენტური სესხის მისაღებად ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფის (მაგალითად, უძრავი ქონების) წარდგენას ითხოვს.

VTB ბანკის სტუდენტური სესხი

ვითიბი ბანკი ასევე სთავაზობს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სტუდენტურ სესხს სწავლების ღირებულების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებისთვის. VTB ბანკის სტუდენტური სესხის მაქსიმალური მოცულობა დაახლოებით შეადგენს 5 ათასი ლარს, ხოლო მინიმალური ოდენობა კი 500 ლარი გახლავთ. VTB სტუდენტური სესხის საპროცენტო განაკვეთი იწყება საშუალოდ 14,9% -დან, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 21,14% -დან.

ეს ბანკი სტუდენტურ სესხს მაქსიმუმ 12 თვემდე ვადით გასცემს და მხოლოდ ლარის ვალუტაში. სტუდენტური სესხის მისაღებად არ არის მოთხოვნილი რაიმე სახის უზრუნველყოფა, თუმცა სტუდენტს, რომელიც მსესხებლის როლს ითავსებს, მინიმალური შემოსავალი დაახლოებით 300 ლარი უნდა ჰქონდეს, ხოლო მისი სამუშაო გამოცდილება კი მინიმუმ 6 თვის უნდა იყოს.

ბაზის ბანკის სტუდენტური სესხი

ბაზის ბანკი გახვალთ კიდევ ერთი ბანკი, რომელიც გასცემს სტუდენტურ სესხს ბაკალავრიატის უმაღლესი აკრედიტირებული სასწავლო პროგრამის დასაფინანსებლად. ამასთან, ბაზის ბანკი სთავაზობს ისეთ სტუდენტრ სესხს, რომელიც შესაზლოა იყოს მოკლევადიანი - ანუ ე.წ. სემესტრულ სტუდენტური სესხი.

ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის დასაფინანსებლად, ბაზის ბანკი სტუდენტებს დაახლოებით 3 თვიდან მაქსიმუმ 2 წლამდე ვადით აძლევს სტუდენტურ სესხს, რომლის თანხა, განისაზღვრება იმ კონკრეტული უნივერსიტეტის სწავლის ღირებულების შესაბამისად. მაგალითად, მაქსიმუმ 10 ათასი ლარის ოდნენობის სესხება შეიძლება. სტუდენტური სესხის საპროცენტო განაკვეთი იწყება საშუალოდ 18% -დან, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 19,84% -დან. სტუდენტური სესხის საშეღავათო პერიოდი მაქსიმუმ ერთ წელს შეადგენს. იმისათვის, რომ სტუდენტს ბაზის ბანკში სტუდენტური სესხი დაუმტკიცდეს, მას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 400 ლარის ოდენობის შემოსავლის მქონე თავდები ორი პირი.

რაც შეეხება ბაზის ბანკის მოკლევადიან, ე.წ. სემესტრულ სტუდენტურ სესხს, იგი გაიცემა მაქსიმუმ 6 ვადით სწავლის წლიური საფასურის შესაბამისად. ამ სესხის საპროცენტო განაკვეთი იწყება საშუალოდ 18% -დან, ხოლო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 19,84% -დან.

კრედო ბანკის სტუდენტური სესხი

კრედო ბანკი სტუდენტებს სთავაზობს ხელშეწყობას, თანაც ადრეული ასაკიდან განათლებისა და პროფესიული სასწავლებლების დასაფინანსებლად. ბანკის სტუდენტური სესხი უმაღლესი განათლების ნებისმიერი საფეხურის დასაფინანსებლად გაიცემა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ საფეხურზეა სტუდენტი ბაკალავრი, მაგისტრი თუ დოქტორი. კრედო ბანკი მხოლოდ ლარის ვალუტაში გასცემს სესხს, მაქსიმუმ 20 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადა 96 თვემდე გახლავთ.

სტუდენტური სესხის საშეღავათო პერიოდი სწავლის პერიოდს დამატებული კიდევ 6 თვე და არაუმეტეს 54 თვის არის. სტუდენტური სესხის აღებისთვის არ მოითხოვება რაიმეთი უზრუნველყოფა, საკმარისია მხოლოდ სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი სტუდენტური სესხის მისაღებად.

საინტერესო სიახლეები

იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi)

რა არის იპოთეკური სესხი იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi) - ეს არის იურიდიული ინსტრუმენტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ტიპი, რომელიც გამოიყენება უძრავი ქონების უსაფრთხოების პროცენტის შესაქმნელად, რომელსაც ფლობს გამსესხებელი, როგორც სესხის უზრუნველყოფა, ჩვეულებრივ ფულის სესხის სახით. იპოთეკური სესხი თავისთავად არ წარმოადგენს სესხს, ეს არის გამსესხებლის უზრუნველყოფა სესხისთვის. ეს შეიძლება იყოს მიწის პროცენტის გადაცემა მესაკუთრისაგან იპოთეკური კრედიტორისათვის, იმ პირობით, რომ ეს პროცენტი დაუბრუნდება მესაკუთრეს, როდესაც იპოთეკის პირობებს დააკმაყოფილდებს და პირნათლად შეასრულებს ორივე მხარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იპოთეკა არის სესხის უზრუნველყოფა, რომელსაც კრედიტორი აკეთებს კლიენტისთვოს. იპოთეკური

სამოგზაურო დაზღვევა (samogzauro dazgveva)

ამ სტატიაში მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას სამოგზაურო დაზღვევის შესახებ და გაეცნობით რამდენიმე კომპანიას, რომელიც სამოგზაურო დაზღვევას სთავაზობს მომხმარებელს, სხვადასხვა პირობების ფარგლებში. რა არის სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა (samogzauro dazgveva) არის ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც ნებისმიერ მოგზაურს თან უნდა ახლდეს ყოველთვის. სამოგზაურო დაზღვევა საზღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის პერიოდში აანაზღაურებს ჯანმრთელობის მოულოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებს და ამასთან, დაფარავს რეპატრიაციასაც. სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეს მოგზაური, იქნება ეს ევროპის რომელიმე ქვეყანა, ამერიკა, აზია თუ სხვა, სამოგზაურო დაზღვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმოქმედებს. გარდა